WhatsApp მილიონობით სმარტფონზე შეწყვეტს მუშაობას

WhatsApp-მა გამოაცხადა, რომ 2020 წლის თებერვლიდან ის მილიონობით სმარტფონზე შეწყვეტს ფუნქციონირებას. ამის მიზეზი მოძველებული საოპერაციო სისტემებია.

კომპანიის განცხადებით, ეს შეეხება ძველ iPhone-ებსა და ძველ Android-ზე და Windows Mobile-ზე მომუშავე სმარტფონებს.

აპლიკაციის გათიშვა მოხდება 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან და ახალ ანგარიშებს ვერ შექმნიან ის პირები, რომელთა სმარტფონები იყენებენ საოპერაციო სისტემებს Android 2.3.7 და iOS 7 და უფრო ძველ სისტემებს. უფრო ადრე, 2019 წლის 31 დეკემბრიდან აპლიკაცია გაითიშება იმ სმარტფონებზე, რომლებიც მუშაობენ სისტემაზე Windows Mobile.

კომპანია WhatsApp Inc. იან კუმმა და ბრაიან ეკტონმა 2009 წლის 24 თებერვალს შექმნეს, 2014 წელს ის Facebook-მა შეიძინა. ამ აპლიკაციით მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

კოკა კვირკველია