„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქული ნაკადი“ სანქციების მიუხედავად მაინც ჩაეშვება

ენერგო-პროექტები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქული ნაკადი“ მიუხედავად ამერიკული სანქციებისა, მაინც ჩაეშვება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„გარწმუნებთ, რომ ორივე პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა ლავროვმა დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდგომ კონფერენციაზე.

მან აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ „კონგრესი ახლა ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რათა გაფუჭდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები“. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსული მხარე შეეჩვია ასეთ თავდასხმებს და იცის მათზე როგორი რეაგირება მოახდინოს.

შეგახსენებთ, გაზსადენი „თურქული ნაკადი“ 2020 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. ამ მილის მეშვეობით რუსული გაზი შავი ზღვის გავლით თურქეთს მიეწოდება, იქედან კი სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მისი სიმძლავრე 15,75 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში.

„ჩრიდილოეთის ნაკადი 2“-ის ჩაშვება კი გეგმის მიხედვით 2020 წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს. ეს არის ბალტიის ზღვის ფსკერზე გადებული გაზსადენი, რომლის წლიური მოცულობა 55 მლრდ კუბური მეტრია წელიწადში.

კოკა კვირკველია