საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი იზრდება

2019 წლის ნოემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,2 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით.

ამის შესახებ ინფორმაციას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 0,42 ათასი ტონა განხორციელდა თურქეთიდან, რაც მთელი იმპორტის 24%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,41 ათასი ტონა (23,4%), რუსეთი - 0,25 ათასი ტონა (14,3%), გერმანია - 0,18 ათასი ტონა (10,3%) და სხვ.

„მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,3 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით ანუ 4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (17,6 ათასი ტონა).

2019 წლის ნოემბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 7,1 ათასი ტონით აღემატება ოქტომბრის თვის მაჩვენებელს. ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ნოემბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 72,8% განხორციელდა თურქმენეთიდან, 17,4% - თურქეთიდან და ა.შ.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,2 ათასი ტონა, რაც 0,4 ათასი ტონით ანუ 0.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (92,6 ათასი ტონა).

2019 წლის ნოემბერში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 13,3 ათასი ტონა, რაც 6,5 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 72,9% (9,7 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 1,9 ათასი ტონა (14,3%), ერაყი - 1,7 ათასი ტონა (12,8%).

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 163,6 ათასი ტონა, რაც 70,0 ათასი ტონით ანუ 74,8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (93,6 ათასი ტონა). 2019 წლის ნოემბერში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 15,4 ათასი ტონა, რაც 2,6 ათასი ტონით ანუ 20,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (12,8 ათასი ტონა),“-აღნიშნულია კავშირის განცხადებაში.

თაია არდოტელი