”სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ერთჯერადი დახმარება გაეზრდებათ”

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ერთჯერადი დახმარება გაეზრდებათ.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მესამე შვილის შემთხვევაში ნაცვლად 400 ლარისა, 800 ლარს მიიღებენ, მეოთხე შვილის შემთხვევაში 800 ლარის ნაცვლად 1 000 ლარს, მეხუთე და შემდგომი შვილის შემთხვევაში 1 000 ლარის ნაცვალდ 1 500 ლარს მიიღებენ.

"წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას ვპირდებოდით მრავალშვილიან ოჯახებზე გაიზრდებოდა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ცვლილებებით ეს უკვე გავაკეთეთ. ეს არის პირველი ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. მინდა მოგილოცოთ და ხალხს მივულოცო, რომ დავიწყეთ რეალური ქმედებები, მიუხედავად ამ გაჭირვებაში ყოფნისა და ბიუჯეტისა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რაიონულმა გამგეობებმა შეძლონ სოციალური მომსახურების გაწევა, დამატებით 8 მილიონი ლარი გაითვალისწინეს ბიუჯეტიდან და ის გადანაწილდა რაიონულ გამგეობებში.