აშშ-ის სენატის კომიტეტმა ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის 1 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებისთვის, რათა ამ სფეროში რუსეთის როლის შემცირდეს. ამის შესახებ კომიტეტის წარმომადგენელმა სიუზანა რესმა განაცხადა.

ამიერიდან კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა სენატის სრულ შემადგენლობას, სადაც მასში შესაძლოა, ცვლილებებიც შევიდეს.

„საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორია დემოკრატი სენატორი კრისტოფერ მერფი, ითვალისწინებს სახელმწიფო დეპარტამენტის და მასთან დაკავშირებული ორგანოების ძალისხმევის მიმართვას ევროკომისიისა და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ხელისუფლებების ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით მხარდასაჭერად. კერძოდ, ეს ითვალისწინებს „პოლიტკურ და დიპლომატიურ“ მხარდაჭერას, ასევე ენერგეტიკის სფეროში კონკრეტული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, სწორედ ამ მიზნით დაგეგმილია 1 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ენერგო რესურსების დივერსიფიცირებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სენატი ავრცელებს.

კოკა კვირკველია