Bloomberg-ზე ერთი აშშ დოლარი 2,8650 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:30 საათზე ერთი დოლარი 2,8650 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8736 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 11 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8896 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2028 ლარია.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.