2020 წლის 15 იანვრიდან სილქნეტი განახლებულ სატელევიზიო პაკეტებს გვთავაზობს.
აბონენტები მიიღებენ კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას, სპორტ და კინო ექსკლუზიურ არხებს ნებისმიერ პაკეტში და სხვა შეღავათს, როგორიცაა Silk Go, YouTube და Amediateka დამატებითი გადასახადის გარეშე.
ამჟამად არსებული 4 პაკეტის ნაცვლად განახლებულ შეთავაზებაში იქნება 3 ძირითადი სატელევიზიო პაკეტი:
- პაკეტი „ეკონომი“-ს ფასი და არხების რაოდენობა რჩება უცვლელი - 63 არხი 12 ლარი;
- პაკეტ „კომფორტ“-ს ემატება სპორტისა და კინოს 22 ექსკლუზიური არხი. განახლებულ პაკეტში 194 არხი 26 ლარად იქნება, ნაცვლად 24 ლარიანი 172 არხისა;
- ფასი მცირდება პაკეტზე „პრემიუმ +“, რომელშიც SilkTV-ის ყველა არხია შესული. 45 ლარის ნაცვლად 38 ლარი ეღირება.
პაკეტი „კომფორტი“-დან ავტომატურად გადავლენ მომხმარებლები „ახალ კომფორტზე“, ხოლო „პრემიუმის“ აბონენტებს – „პრემიუმ +“ გაუაქტიურდებათ.
გარდა ამისა, „ორმაგი შეთავაზებისა“ და „სილქ+“ შეთავაზების მომხმარებლებს სილქნეტი შემდეგ შეღავათს სთავაზობს:
- ფასდაკლება გავრცელდება 3 სატელევიზიო პაკეტისა და 4 ინტერნეტ პაკეტის ნებისმიერ კომბინაციაზე (სულ 12 კომბინაცია). ამჟამად შესაძლებელია ორმაგი შეთავაზების მხოლოდ 4 პაკეტის კომბინირება;
- ორმაგი შეთავაზების ნებისმიერ კომბინაციაში და ასევე „სილქ+“-ის ყველა პაკეტისთვის, ხელმისაწვდომი ხდება Silk GO აპლიკაცია (პაკეტი „პრემიუმ ჯორჯია“ 52 სატელევიზიო არხით) დამატებითი გადასახადის გარეშე. SilkTV აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია სმარტფონზე, პლანშეტზე და ასევე SilkTV არხების თვალის მიდევნება ვებ გვერდზე silktv.ge;
- აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ 50 ლარის ან მეტი ღირებულების ორმაგი კომბინაციით, დამატებითი გადასახადის გარეშე გადაეცემათ 4K რეზოლუციის სატელევიზიო დეკოდერი, რომელიც საშუალებას მისცემს ისარგებლონ ვიდეო ჰოსტინგით - YouTube და მიიღონ არხები Ultra HD ხარისხით;
- მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ 75 ლარის ან მეტი ღირებულების ორმაგი შეთავაზებით, დამატებითი გადასახადის გარეშე გაუაქტიურდებათ ფილმების კატალოგი AMEDIATEKA .
არსებული აბონენტების საყურადღებოდ!
მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ ძველი პაკეტებით „ლაითი“, „ლუქსი“ ან „დელუქსი“ (მათ შორის სამმაგი კომბინაციებით) და ასევე, აბონენტებს, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ სატელევიზიო პაკეტი „კომფორტი“ ან „პრემიუმი“- ერთი ან რამდენიმე თემატური პაკეტით - სპორტ ექსკლუზივი/კონო ექსკლუზივი/მიქსი 1/მიქსი 2, შეუნარჩუნდებათ არსებული პირობები. თუმცა, არსებული პაკეტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, მათთვის შეთავაზებული იქნება ის განახლებული პირობები, რომლებიც 15 იანვრიდან შედის ძალაში.
დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის საიტზე
(R)