პირველ Made in Turkey ავტომობილის დიზაინზე იტალიურმა სტუდიამ იმუშავა

თურქეთი ამ დღეებში მისი პირველი სრულიად თურქული წარმოების ავტომობილის პრემიერისთვის ემზადება. ეს იქნება ელექტრო-ქროსოვერი. მის ტექნიკურ დეტალებზე ამ ეტაპზე ინფორმაცია მწირია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მანქანის სახლის პირობებში სრულად დამუხტვას 10 საათი სჭირდება, ხოლო სწრაფი დამტენიდან მხოლოდ საათნახევარი. ასევე ცნობილია, რომ ავტომობილის ვიზუალურ მხარეზე მსოფლიოში სახელგანთქმულმა იტალიურმა დიზაინ სტუდიომ Pininfarina-მ იმუშავა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის კონსტრუქციაზე Gebze's Information Technologies Valley-ში იმუშავეს (IT Valley). კომპანია მის სერიულ წარმოებას 2021 წლიდან აპირებს, ხოლო მიწოდებას 2022 წლიდან. მათ გეგმაშია ასევე 2030 წლამდე სულ ცოტა ხუთი მოდელის წარმოდგენა. საწარმოს სრულად ამოქმედების შემდეგ მასში 20,000 ადგილობრივი დასაქმდება.

ავტომობილის პირველი დემონსტრაციული საცდელი გატარება ამ დღეებში გებზეს ოლქში გაიმართება, რომელიც ინდუსტრიულად განვითარებულ ქოჩაელის პროვინციაში მდებარეობს. მის პირველ ტესტ-დარაივს კი პრეზიდენტი ერდოღანი „ოსმანგაზის ხიდზე“ ჩაატარებს. სწორედ ამ დღეს გავიგებთ ავტომობილის სახელსაც.

იტალიური Pininfarina სახელგანთქმულია მისი თანამშრომლობით ისეთ ლეგენდარულ ბრენდებთან როგორიცაა Ferrari, Alfa Romeo დაMaserati. და მის სახელს უკავშირდება Ferrari-ს თითქმის ყველა მოდელი. კომპანია 1930 წელსაა შექმნილი. მან ბოლო პერიოდში ცალკეულ ქვეყნებთან დაიწყო თანამშრომლობა და ასევე პასუხისმგებელია პირველი ვიეტნამური ავტომობილის VinFast-ის დიზაინზე, რომლის წარმოებაც ივნისში დაიწყო.

კოკა კვირკველია