ევროპის განვითარებისა და  რეკონსტრუქციის ბანკსა და პროკრედიტ ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

პროკრედიტ ბანკი, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ბანკი 25 მლნ ევროს დაფინანსებას მიიღებს.

დაფინანსება ორ ტრანშად განხორციელდება და პირველი ტრანშის მოცულობა 15 მლნ ევროს შეადგენს.

საკრედიტო რესურსი „მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა“ GEFF-,ის ფარგლებში გამოიყო და მიზნად ისახავს ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას.

პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ როგორც მეწარმეებს ასევე ფიზიკურ პირებს და მიმართული იქნება მხოლოდ ენერგოეფექტური, განახლებადი ელექტრო ენერგიისა და გარემოსადმი მეგობრული ინიციატივების დასაფინანსებლად.

პროგრამა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს პარტნიორობით და მოიცავს როგორც დაფინანსებას, ასევე მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებულ უფასო კონსულტაციას. კვალიფიციური კონსულტანტები შეაფასებენ და რეკომენდაციას გაუწევენ პროგრამაში მონაწილე მხარეებს, თუ რა ტიპის ინვესტიცია იქნება ოპტიმალური, ენერგიისა და რესურსების დაზოგვის კუთხით.

(R)