აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2014 წლის 17 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N39, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.10 პროცენტით, მაქსიმალური 4.18 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.15 პროცენტით განისაზღვრა.