2019 წელს ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები 8%-ით შემცირდება.
როგორც Bloomberg-ი წერს, ასეთ პროგნოზს ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაცია აკეთებს.
ავტობაზარზე გაყიდვების მაჩვენებლის შემცირება ძირითადად გამოიწვია ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებამ და ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომმა. ამასთან, გაყიდვების მაჩვენებლებზე გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ჩინეთის 15 ქალაქში და პროვინციაში, ახალი ემისიების სტანდარტები დაინერგა ცენტრალური მთავრობის მიერ დადგენილ გრაფიკამდე.
ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციის თანახმად, ჩინეთში მანქანების გაყიდვები ნოემბერში დაეცა წლიური 3.6%-ით, ანუ 2.46 მილიონი ერთეულით. ოქტომბერში შემცირების მაჩვენებელმა 4% შეადგინა, უფრო ადრე კი 5,2%.