როგორ გამოიყურება ნაძვის ხე, რომელიც ვილნიუსის აეროპორტში ჩამორთმეული ნივთებისგან ააწყვეს (+ფოტო)

ვილნიუსის აეროპორტში მგზავრებისთვის ჩამორთმეული ნივთებისგან ნაძვის ხე ააწყვეს. ლიეტუვას დედაქალაქის ადამინისტრაციამ გადაწყვიტა, მთავარ ნაძვის ხესთან ერთად კიდევ ერთი ნაძვის ხე დაედგათ, რომელიც მთლიანად იმ ნივთებით არის აწყობილი, რომელთა თვითმფრინავის ბორტზე ატანაც აკრძალულია და მგზავრებს ჩამოართვეს.

1.5 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ძირითადად მაკრატლების, სანთებელების, იარაღის ტყვიების და დანებისაგან შედგება.

„ამ კრეატიული გზით ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურდა მგზავრებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა ნივთების ატანის უფლება არ აქვთ მათ თვითმფრინავის ბორტზე. ასე რომ, თუ არ გსურთ თქვენი პირადი მოხმარების ნივთები მომავალ წელს ჩვენს საშობაო ნაძვის ხეზე აღმოჩნდეს, გაფრენამდე კარგად შეამოწმეთ თქვენი ბარგი“-განაცხადა ვილნიუსის აეროპორტის პრესსპიკერმა.

ბექა ბერიაშვილი