ბორჯომში ბიზნეს-ბანაკი გაიმართება

გსურს, დაიწყო არააგრარული ბიზნესი ბორჯომის ან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მაგრამ არ იცი - როგორ? უკვე გაქვს ბიზნეს იდეა? თუ ჯერ ისევ ფიქრობ, რომელ მათგანზე დაიწყო მუშაობა?

თუ კი, მაშინ დროა, მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ბანაკში, სადაც 4 დღის განმავლობაში გექნება შესაძლებლობა, განავითარო შენი იდეა და ბიზნეს მოდელი და ისწავლო გამოცდილი მეწარმეებისა და სპეციალისტებისგან. გამარჯვებულ გუნდებს ექნებათ შანსი, მიიღონ ფინანსური ხელშეწყობა თავიანთი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად.

ბიზნეს ბანაკი ჩატარდება 19-22 დეკემბერს, ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი-ლიკანში (Borjomi Likani). სივრცე ადაპტირებულია ეტლით სარგებლობისთვის.

მონაწილეობის მიღება უფასოა და შესაძლებელია საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის.

ბანაკის სამუშაო ენაა ქართული.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:https://forms.gle/vYwY8Y5MrFyvGRNs8

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 13 დეკემბერი, 23:59 საათი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ბიზნესი უნდა განხორციელდეს ბორჯომის ან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და არ უნდა უკავშირდებოდეს სოფლის მეურნეობას.

მონაწილეები შერჩეულნი იქნებიან მათი ბიზნეს იდეის ინოვაციურობისა და განხორციელებადობის საფუძველზე.

აპლიკაციების განხილვა დაიწყება მათი მიღებისთანავე და კანდიდატებიც შეირჩევიან, ასე რომ, ნუ დაიცდით, გამოიყენეთ თქვენი შანსი ახლავე და დარეგისტრირდით.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 14 დეკემბრამდე. (გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს დავუკავშირდებით.)

შერჩევის პირველი ფაზის შემდეგ მონაწილეებს მუშაობა მოუწევთ შემდეგ დავალებებზე:

1. რა პრობლემას გადაჭრის შენი პროდუქტი ან სერვისი?2. ვინ იქნება შენი ძირითადი მომხმარებელი?3. რა იქნება შენი პროდუქტისა თუ სერვისის ფასი?

ბანაკი ჩატარდება სასტუმრო ბორჯომი-ლიკანში. (სივრცე ადაპტირებულია ეტლით სარგებლობისთვის.)

ბიზნეს ბანაკი ორგანიზებულია EU ENPARD-ის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და UNDP Georgia-ს მხარდაჭერით.