"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის

"სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ­ლი" სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია სი­ახ­ლი­სა და სიძ­ვე­ლის უნი­კა­ლუ­რი სინ­თე­ზის ირ­გვლივ აერ­თი­ა­ნებს თა­ო­­ბებს.

კომ­პა­ნი­ის ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2016 წლი­დან, ყო­ველ წელს, ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ვე­ბას­თან ერ­თად, ახა­ლი, უნი­კა­ლუ­რი გემო იქ­მნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მზად­დე­ბა, ბოთ­ლი კი სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნით გა­მო­დის.

„Sarajishvili 2020” - ის წლე­ვან­დე­ლი ბოთ­ლი ფი­რუ­ზის­ფე­რია, ფერი, რო­მე­ლიც გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბეს სიმ­შვი­დეს, ჰარ­მო­ნი­ას და მშვი­დო­ბას. ბოთ­ლის ფორ­მა უც­ვლე­ლი - კლა­სი­კუ­რი გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­ა­ხალ­წლო ელე­მენ­ტე­ბის გრა­ფი­კუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით. პრო­დუქ­ტის დი­ზა­ინ­ზე კომ­პა­ნი­ის ბრენდ დი­რექ­ტორ­მა, არ­ჩილ გო­გე­ლი­ამ იმუ­შა­ვა.

რო­გორც "სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ­ლი­დან" გვაც­ნო­ბეს, ამ გა­მორ­ჩე­ულ სა­კუ­პა­ჟე კომ­პო­ზი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ყუ­რძნის ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ სპირ­ტებს შო­რის უძ­ვე­ლე­სი 10 წელ­ზე მე­ტი­საა. ჰარ­მო­ნი­უ­ლად შე­ზა­ვე­ბულ ბრენ­დს მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლე­ბის და ხი­ლის ჩი­რის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი არო­მა­ტი აქვს.

"პრო­დუქ­ტი დღე­ი­დან უკვე სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში გან­თავ­სდა. მომ­ხმა­რებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ გა­ი­ზი­ა­რონ ამაღ­ლე­ბუ­ლი სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა და და­ა­გე­მოვ­ნოთ ახა­ლი, უნი­კა­ლუ­რი გემო- „Sarajishvili 2020”. „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მარ­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში. მისი პრო­დუქ­ცი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. ამ­ჟა­მად „სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ­ლი“ ბრენ­დის სამ - კლა­სი­კურ, უნი­კა­ლურ და ვინ­ტა­ჟურ ხაზს აერ­თი­ა­ნებს," - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლმა კომ­პა­ნია 1884 წელს დაა­არ­სა და სამ წე­ლი­წად­ში პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი გა­მო­უშ­ვა. სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ის, გა­მოც­დი­ლე­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სპირ­ტის რე­ზერ­ვე­ბი­სა და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით „სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ­ლი“ დღემ­დე გა­ნაგ­რძობს იმ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც თა­ვად და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა.

(R)