ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2020 წლის ივლისის ბოლომდე, გაუხანგრძლივა.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

2014 წელს დაწესებული სანქციები რუსეთის ენერგეტიკის, ფინანსებისა და შეიარაღების სექტორებს ეხება. ევროკავშირის განმარტებით, სანქციები მხოლოდ მაშინ შემსუბუქდება, თუკი მოსკოვსა და კიევს შორის 2015 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთახმება სრულად იქნება განხორციელებული.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით, პრო-რუს სეპარატისტებსა უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლას ამ დრომდე 13,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.