პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგება.

ოპოზიცია პლენარულ სხდომას არც დღეს დაესწრება.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში ეს ბოლო სასესიო კვირაა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლოა, ჩაინიშნოს რიგგარეშე პლენარული სხდომებიც.