იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 11.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.3%-ით შემცირდა

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 3 381.4 მლნ აშშ დოლარი (11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ აშშ დოლარი (2.3 პროცენტით ნაკლები) იყო.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 4 741.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

თაია არდოტელი