გერმანიის საგარეო უწყება აშშ-ს მოუწოდებს, არ დაუწესოს სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აშშ-ის სანქციები იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები არიან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში, ძალაში არ შევა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰაიკო მაასმა ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ მოვუწოდებთ სენატს, არ მიიღოს წარმომადგენელთა პალატის გადაწყევტილება სანქციების დაწესებაზე. ჩვენ კონტაქტზე ვართ ამერიკელებთან. ჩვენი აზრით, წარმომადგენელთა პალატის დადგენილება მიუღებელია, ვინაიდან მსგავსი გადაწყვეტილებები საბოლოოდ გავლენას ახდენს იმაზე, რაც მიიღეს მანამდე ევროკავშირში“, - განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, წარმომადგენელთა პალატამ 11 დეკემბერს მხარი დაუჭირა სამხედრო ბიუჯეტის პროექტს 2020 წლისთვის, რომელშიც ცალკე პუნქტად შეყვანილია დადგენილება სანქციების დაწესების შესახებ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან რუსული გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და „თურქული ნაკადის“ პროექტის მშენებლობაში. ახლა ეს დოკუმენტი კონგრესის სენატმა უნდა დაამტკიცოს და ბოლოს პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

კოკა კვირკველია