აშშ Boeing 737 MAX-ის ფრენების გაზაფხულზე განახლებას გეგმავს

ავიალაინერ Boeing 737 MAX-ის ექსპლუატაცია აშშ-ში შესაძლოა, 2020 წლის გაზაფხულზე განახლდეს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის ავიაციის ფედერალური სამმართველო, როგორც მოსალოდნელია, თებერვალ-მარტში სერტიფიკატს მისცემს აღნიშნულ ხომალდებზე ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას და პილოტების სასწავლო კურსს. გამოცემის სტატიაში მოყვანილი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ლაინერების ექსპლუატაციის განახლება შესაძლებელია უკვე გაზაფხულზევე მოხდეს.

როგორც ცნობილია, Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების ექსპლუატაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც მიმდინარე წლის 10 მარტს ავიაკატასტროფა განიცადა Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა ხომალდმა, რომლის შედეგად დაიღუპა 159 მგზავრი. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ინდონეზიურმა Lion Air-ის კუთვნილმა MAX-მა განიცადა კატასტროფა, რომელსაც 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორივე შემთხვევაში კომპანიამ აღიარა, რომ ამის მიზეზი იყო მანევრირების გაუმჯობესების სისტემის (Maneuvering Characteristics Augmentation System, MCAS) მწყობრიდან გამოსვლა. ამის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული ავიალაინერებით ფრენების განხორციელება შეწყდა.

კოკა კვირკველია