აგროფაი - ახალი ქართული ბრენდი, რომელიც თხილეულისა და ჩირეულის უპრეცედენტო ასორტიმენტს გვთავაზობს

ჩირეული და თხილეული ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო და გემრიელ ნუგბარად მიიჩნევა.

ხშირად, მედიკოსები გვირჩევენ, კანფეტები და შოკოლადი, რომელიც უკონტროლო რაოდენობით შაქარს შეიცავს, ჩავანაცვლოთ ჩირეულით, რომელსაც ნატურალური ხილის სასარგებლო თვისებები აქვს შენარჩუნებული ან თხილეულით, რომელშიც ჭარბათ არის ვიტამინები თუ მინერალები

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩირის დამზადების კულტურა ოდითგანვე მოდის და დასავლეთ საქართველოს თხილის წარმოების საუკუნოვანი ისტორია აქვს, სეზონურად ათობით დასახელების გამომშრალ ხილს და თხილს შეხვდებით ქართულ კულინარიაში. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი გაჯერებულია ცალკეული ფერმერების პროდუქციით, მოთხოვნა მაინც დაფასოვებულ პროდუქციაზე გაჩნდა.

თხილეულის, ჩირისა და ტყლაპის ქართული ბრენდის „აგროფაის“ მენეჯმენტის განმარტებით, იმისათვის, რომ ჩირმა ყველა სასარგებლო თვისება შეინარჩუნოს, მისი გამოშრობის ყველა წესი სწორად უნდა იყოს დაცული.

სახლის პირობებში ჩირს ძირითადად, მზეზე გამოშრობით ამზადებენ, თუმცა მისი დაბინძურებისგან დაცვა რთულია, ამიტომ შეიძლება, პროდუქტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები ან არასასურველი მწერები მოხვდეს.

ასევე, რთულია თხილეულის დაბინძურებისგან დაცვა, როცა ის შეუფუთავ მდგომარეობაში იყიდება.

„აგროფაიში“ აცხადებენ, რომ თხილის ხარისხისა და ხილის დაჩირების ყველა პირობის დაცვასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეფუთვას.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე შეფუთვა, რომელიც ჩვენი პროდუქციის წარმოებისას ვიყენებთ. სპეციალურად შერჩეული, ტრიპლექსური მასალა, რომელიც შესაფუთად გამოიყენება, იცავს პროდუქტს მავნე სხივების ზემოქმედებისგან, მასში გამოყენებული დამცავი აირი კი გამორიცხავს ლპობის და ჟანგვის პროცესებს”, - განმარტავს კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ანანო მჭედლიშვილი.

„აგროფაის“ პროდუქცია ბაზარზე 2019 წლის სექტემბერში გამოჩნდა და ჩირისა და თხილეულის მოყვარულთა ყურადღებაც სწრაფად მიიქცია, რადგან მისი პროდუქცია წარმოების მკაცრ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

„აგროფაის” შექმნა “აგრო ფუდ ტრეიდმა” ბაზარზე მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ გადაწყვიტა და ამ ხაზის განვითარებისთვის 1 500 000 ლარიანი ინვესტიცია განახორციელა. აგროფაის“ პროდუქციის სიჯანსაღეს განაპირობებს ის, რომ გამორჩეული ქართული და იმპორტირებული ნედლეულისგან მზადდება. პროდუქცია, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, გვინდა იყოს მრავალფეროვანი, ჯანსაღი და სწორად მიწოდებული. დღეისათვის ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნის 9 ექსპორტიორ კომპანიასთან და ადგილობრივ 78 ფერმერთან”, - განმარტავენ კომპანიაში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჩირეულისა და თხილეულის წარმოება და მოხმარება საკმაოდ პოპულარულია, მომხმარებლის მოთხოვნები კი კიდევ უფრო იზრდება, “აგროფაიმ“ გადაწყვიტა, ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს და გვთავაზობს საქართველოში პირველად 40-მდე დასახელების თხილისა და ჩირის ასორტიმენტს.

„ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ ბაზარზე მაღალხარხიანი პროდუქციის მეტი კონცენტრაცია და მომხმარებლამდე მიწოდების ფორმების დახვეწა, მეორეს მხრივ ადგილობრივი აგრო სფეროს განვითარება. ამიტომაც, ვაშენებთ პირდაპირ და ეფექტურ გზებს სხვადასხვა მეურნეობებიდან სუპერმარკეტების დახლებამდე”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

კიდევ ერთი რამ, რითაც „აგროფაი“ ბაზარზე თავისი სიტყვის თქმას გეგმავს, პროდუქციის შესახებ მომხმარებლის სრული ინფორმირებულობაა, რაც მხოლოდ შეფუთვაზე დატანილი შემადგენლობით არ გამოიხატება.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მომხმარებლის გულისკენ მიმავალი გზა პროდუქციის ხარისხზე და ზოგადად, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტურ ფორმებზე გადის, ამიტომ თითქმის ყველგან, სადაც ჩვენი პროდუქციაა, იქვეა ჩვენი პერსონალიც, რომლებიც მზად არიან, გიამბონ პროდუქციის სასარგებლო თვისებების, წარმომავლობისა და შენახვის ვადების შესახებ. ყოველდღიურად ვხვდებით მომხმარებელს და მაქსიმალურად ვცდილობთ მოთხოვნის შესაბამისად გავზარდოთ ასორტიმენტი, გავითვალისწინოთ მათი რჩევები”, - განმარტავენ „აგროფაიში“.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი ბაზარზე გაჩენით მომხმარებელს გაუჩნდა შესაძლებლობა, საეჭვო წარმომავლობის ჩირეულისა და თხილეულის შეძენის ნაცვლად, ყველა სტანდარტის დაცვით წარმოებული პროდუქტი შეიძინოს. ამასთან, კომპანიის ასორტიმენტში შეხვდებით ისეთი ხილის ჩირსა და თხილეულს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვერ ხარობს და უცხოეთში მკაცრი წესების დაცვით არის წარმოებული.