121,8 მლნ ლარი 9 თვეში - რა თანხა დახარჯეს სამინისტროებმა შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე

2019 წლის 9 თვეში ბიუჯეტიდან ყველა სახელმწიფო უწყებაში მომუშავე შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებაზე 174,3 მლნ ლარი დაიხარჯა. ეს კი 17,4 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბიუჯეტის მონიტორინგის მონაცემებით, 2018 წლის 3 კვარტალში სახელმწიფო ხაზინიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 156,9 მლნ ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება კონკრეტულად სამინისტროებს, მათ მიერ შტატგარეშე თანამშრომლებზე 121,8 მლნ ლარი გაიხარჯა:

  • ფინანსთა სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 3,3 მლნ ლარი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო: 5,7 მლნ ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 31,1 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო: (ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული - აუდიტის სამსახური)
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო: 15 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 11,3 მლნ ლარი
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 50,6 მლნ ლარი

შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობასთან დაკავშირებით კი სამინისტროების ნაწილს აუდიტის სამსახურისთვის მონაცემები მიწოდებული არ აქვთ, მათ შორის არიან - ფინანსთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, შსს.

ეკონომიკის სამინისტროში შტატგარეშე დასაქმებულია 592 ადამიანი, იუსტიციის სამინისტროში 2 211 ადამიანი, საგარეო საქმეთა სამინისტრო - 351 თანამშრომელი, გარემოს დაცვა - 1 804 ადამიანი.

ელზა წიკლაური