Forbes-ის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 2 600-ზე მეტი მილიარდერია. მათი ნაწილი ქველმოქმედებითაა ცნობილი და შემოსავლის დიდ ნაწილს საქმელმოქმედო ფონდებსა თუ პროექტებს ურიცხავს. Business Insider-ი წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შემოწირულობებს დაუთმეს.
ჯეკ მა - 0.33%
ქონება: 39 მილიარდი აშშ დოლარი
გადარიცხული თანხა: 129 მილიონი აშშ დოლარი
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ აღნიშნული თანხა ჩინეთის პერიფერიებში განათლების სისტემის გაუმჯობესებას მოახმარა.
მასაიოში სონ - 0.53%
ქონება: 22 მილიარდი აშშ დოლარი
გადარიცხული თანხა: 120 მილიონი აშშ დოლარი
იაპონიის SoftBank-ის დამფუძნებელმა მასაიოში სონმა 120 მილიონი 2011 წელს იაპონიის დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაზარალებულ მოსახლოებას გადაურიცხა.
ჯეფ ბეზოსი - 1.9%
ქონება: 112 მილიარდი აშშ დოლარი
გადარიცხული თანხა: 2.4 მილიარდი აშშ დოლარი
Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 2.4 მილიარდი აშშ დოლარი უსახლკარო ადამიანებისათვის სახლების ასაშენებლად გადარიცხა.
მარკ ცუკერგბერგი - 2.4%
ქონება: 71 მილიარდი აშშ დოლარი
გადარიცხული თანხა: 1.72 მილიარდი აშშ დოლარი
Facebook-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერგბერგმა მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან ერთად 1.72 მილიარდი დოლარი განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების გაუმჯობესებისათვის გადარიცხა.
ლარი პეიჯი - 3.1%
ქონება: 48.8 მილიარდი აშშ დოლარი
გადარიცხული თანხა: 1.50 მილიარდი აშშ დოლარი
Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორია. მხოლოდ 2014 წელს მან ებოლას გავრცელების შესაჩერებლად 25 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
კარლოს სლიმი - 6%
ქონება: 67.1 მილიარდი აშშ დოლარი
გადარიცხული თანხა: 4 მილიარდი აშშ დოლარი
ამერიკის კონტინეტზე უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის America Movil-ის მფლობელმა კარლოს სლიმმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი Carlos Slim Foundation, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სიღარიბის აღმოფხვრას ცდილობს და უამრავ პროექტს ახორციელებს.
მაიკლ დელი - 8.9%
ქონება: 22 მილიარდი აშშ დოლარი
გადარიცხული თანხა: 2.02 მილიარდი აშშ დოლარი
Dell Technologies-ის დამაარსებელი მაიკლ დელი 1999 წლიდან მოყოლებული საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს, რომლის უმთავრესი მიზანიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების დახმარებაა.
ბილ გეითსი - 45.6%
ქონება: 90 მილიარდი აშშ დოლარი
გადარიცხული თანხა: 41 მილიარდი აშშ დოლარი
Microsoft-ის დამაარსებელმა და ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა მსოფლიოში ბილ გეითსმა მეუღლესთან ერთად Bill & Melinda Gates Foundation შექმნა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდია. მათი მიზანი სიღარიბის აღმოფხვრა და განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების ხელშეწყობაა.