ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა.
რეიტინგში პირველი ადგილი გერმანიის კანცელმა ანგელა მერკელმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ უკვე 9 წელია, რაც მერკელი Forbes-ის რეიტინგის სათავეშია.
მე-2 ადგილი მსოფლიოს სავალუტო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგერდმა დაიაკავა. მე-3 ადგილზე კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი გავიდა.
2019 წლის ყველაზე გავლენიან ქალთა ათეული ასე გამოიყურება:
1. ანგელა მერკელი- გერმანიის კანცლერი
2. კრისტინ ლაგერდი - მსოფლიოს სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი
3. ნენსი პელოსი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
4. ურსულა ფონ დერ ლაიენი- ევროკომისიის პრეზიდენტი
5. მერი ბარა- General Motors-ის გენერალური დირექტორი
6. მელინდა გეითსი - ბილ გეითსის ცოლი
7. ებიგეილ ჯონსონი- კომპანია Fidelity Investments-ის პრეზიდენტი
8. ანა პატრისია ბოტინი - საფინანსო საკრედიტო ჯგუფ Santander-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
9. ჯინი რომეთი- IBM-ის გენერალური დირექტორი
10. მერილინ ჰიუსონი- ამერიკულითავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ის ხელმძღვანელი.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ:
ელისაბედ მეორე (მე-40 ადგილი), ივანკა ტრამპი (42-ე ადგილი), რიანა (61-ე ადგილი) და ტეილორ სვიფტი (71-ე ადგილი)