ბოლო წლების განმავლობაში მალტის მოქალაქეობის მიღების მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ასობით მილიონერმა გადაწყვიტა საცხოვრებლად ხმელთაშია ზღვის კუნძულზე გადასახლება.
BBC დაინტერესდა, თუ რატომ გაამარტივა მალტის მთავრობის ქვეყნის მოქალაქეობის მიღება უცხოელებისთვის და რა არის საჭირო მის მოსაპოვებლად.
2014 წელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და ინვესტიციების გაზრდის მიზნით, მალტის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოქლაქეობის მიღების პროცესი გაემარტივებინა მათთვის, ვინც მალტაში ინვესტიციას განახორციელებდა. აღსანიშნავია, რომ მათ ინვესტიციის განხორციელების რამდენიმე გზა შეიმუშავეს:
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ ამ სქემით მალტის მოქალაქეობა 833 ბიზნესმენმა და 2 100-მა ოჯახმა მიიღო. შედეგად 2018 წლის ჩათვლი ქვეყანაში 162 370 000 ევროს ინვესტიცია განცხორციელდა, რამაც ქვეყნის მშპ-ის 1.38%-ს შეადგინა.
BBC-ის ინფორმაციით მალტის „ოქროს პასპორტის“ მომპოვებლებს შორის უმეტესობას ახლო აღმოსავლეთის, ჩინეთისა და რუსეთის ყოფილი მოქალაქეები შეადგენენ.
მალტის ხელისუფლება ამ წამოწყებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ამან ქვეყნის ეკონომიკის წახალისებას შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სქემით მოქმედება კვიპროსმა 2008 წელს დაიწყო, რის შედეგადაც კუნძულოვანი სახელმწიფოს მოქალაქეობა 10 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.