2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.392 მილიარდ დოლარს (16.014 მლრდ ლარი) გადააჭარბა. რაც წინა თვესთან შედარებით, 27 მლნ დოლარით ნაკლები, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 284 მლნ დოლარით მეტია.
კერძოდ, 2019 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.419 მილიარდ დოლარს (16.059 მლრდ ლარი) გადააჭარბა. 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5.108 მლრდ დოლარს (13.738 მლრდ ლარს) აღემატებოდა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 966.595 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 903.681 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1.161 მლრდ დოლარს აჭარბებს.
რას შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 30 ნოემბრის მდგომარეობით, 928.060 მილიონი ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 680.185 მილიონი ლარი; იაპონია - 635.312 მილიონი ლარი; რუსეთი - 159.676 მილიონი ლარი.
სხვა ქვეყნების მიმართ კი საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:
ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1 484 750 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია)