BAG-ის წევრთა რიგებს „სინერჯი კაპიტალი“ შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კიდევ ერთი ახალი წევრი - „სინერჯი კაპიტალი“ შეუერთდა.

საინვესტიციო კომპანია"სინერჯი კაპიტალი" სინერჯი ჯგუფმა 2018 წლის აპრილში შექმნა. კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნას მაღალმომგებიანი საინვესტიციო პორტფელი ისე, რომ მათი ფინანსები და გამოცდილება ხელმისაწვდომი გახადოს მომავლის ლიდერი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ. ამ მისიის განხორციელებისთვის სინერჯი კაპიტალი აერთიანებს და ეხმარება ადამიანებს, გაზარდონ თავიანთი კაპიტალი ისეთ ორგანიზაციებში ინვესტირებით, რომლებსაც ღირებულების სწრაფი ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ, შეუძლიათ გახდნენ დარგის ლიდერები და იყვნენ გამორჩეული სწორად დანახული სტრატეგიით, კარგი მმართველობით, მოწინავე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვით.

„მივესალმებით კიდევ ერთ ახალ წევრს, მოხარულნი ვართ, რომ არჩევანი სწორედ BAG-ზე გაკეთდა, რადგან ეს არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი წევრების ინტერესების აქტიურ და ეფექტიან დაცვას. ჩვენ მზად ვართ, ყველა დონეზე ვისაუბროთ ჩვენი წევრების ინტერესებსა და საჭიროებებზე“ - განაცხადა ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.