2019 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.7 ლარით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 192.9 ლარი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 21.3 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის ნოემბერში ეს მონაცემი 174.3 ლარს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში 2.5 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 173.3 ლარი შეადგინა, 4,6 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 328.1 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით, 35.6 ლარით არის გაზრდილი.