Netflix-ი 2020 წელს 4 მილიონ ხელმომწერს დაკარგავს

სტრიმინგ სერვისი Netflix-ი 2020 წელს 4 მილიონ ხელმომწერს დაკარგავს და ამის მიზეზი მისი სააბონენტო ფასია, რომელიც კონკურენეტებთან შედარებით ძვირია. ამის შესახებ Screen Rant-ში კომპანია Needham-ის ანალიტიკოსი ლორა მარტინი წერს.

ცნობისათვის, Netflix-ის სააბონენტო გადასახადი 1 თვის განმავლობაში 9-16 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა მისი კონკურენტების ფასები უფრო ნაკლებია, ასე მაგალითად, Disney+, Apple+ და Hulu აუდიტორიას თვეში 5-7-დოლარიან პაკეტებს სთავაზობენ. ანალიტიკოსის თქმით, მომხმარებლებმა შესაძლოა, სწორედ ამ სერვისებით ჩაანაცვლონ Netflix-ი, თუ ეს უკანასკნელი არ შეიცვლის საფასო პოლიტიკას. თუ არადა კომპანია რისკავს 260 მილიონი დოლარის შემოსავალს 2020 წელს.

ცნობისათვის, Netflix-ის მაღალი ფასი განპირობებულია მის სერვისზე რეკლამაზე სრულად უარის თქმით, თუმცა დღეში 6-8 წუთიანი სარეკლამო ჭრა რომ განეთავსებინა საკუთარ სერვისზე, ის ფასის დაკლებასაც შეძლებდა.

აღსანიშნავია, რომ კონკურენტების გამოჩენის ფონზე Netflix-მა უკვე დაკარგა ხელმომწერები, 2019 წლის მეორე კვარტალში სერვისმა დაკარგა 126 ათასი ხელმომწერი შტატებში.

კოკა კვირკველია