კომპანია Deloitte-მა გამოაქვეყნა მეცხრამეტე საერთაშორისო კვლევა „მაღალი ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციის, გართობისა და მედიის განვითარების 2020 წლის პროგნოზი“.
ამ კვლევის თანახმად, 2020 წელს ვიდეორეკლამის ბაზარი 32 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. სეგმეტნის ლიდერები გახდებიან ინდოეთი და ჩინეთი, ხოლო შტატებში პირიქით, შემცირდება და აქ შემოსავლები ხელმოწერების სერვისზე მოვა.
ორგანიზაციის ვარაუდოთ, მსოფლიო ტელე-ინდუსტრიაში შესაძლოა, ზრდა დაფიქსირდეს ტელევიზიების ხარჯზე. 2020 წელს მათი აუდიტორია 1,6 მილიარდ ადამიანს მიაღწევს.
პოდკასტინგის სეგმენტი პირველად გადალახავს მილიარდიან ზღვარს, გაიზრდება 30%-ით 1,1 მილიარდამდე.
აუდიოწიგნების ბაზარი გაიზრდება 25%-ით 5 მილიარდ დოლარამდე.
კონტენტის მიწოდების ქსელი (Content Delivery Network ― CDN) შეადგენს 14 მილიარდს და გაიზრდება 25%-ით. ხოლო მათივე პროგნოზით 2025 წლისთვის გაორმაგდება 30 მილიარდ დოლარამდე.
კომპანიის პროგნოზით, მომავალ წელს 5G ტექნოლოგია დიდ პოპულარობას მიაღწევს კერძო სექტორში. ამ სეგმენტში 5G ქსელის ტესტირებას დაიწყებს 100-მდე კომპანია.