სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, უცხოური კომპანიები საქართველოში ჰესის შეძენით არიან დაინტერესებული. ამის შესახებ ხიდურელმა ჟურნალისტებთან 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, რა ხდება ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების კუთხით, ხიდურელი ასე პასუხობს: „საუბარი მიდის რამდენიმე უცხოური კომპანიის მხრიდან ჰესის შეძენაზე. სახელებს ვერ ვასახელებთ, თუმცა ვმუშაობთ“, - აღნიშნა ხიდურელმა.
ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის წარდგენა გაიმართა.