საქართველო - იქ, სადაც ნაძვის ხის ფასი თვის ხელფასის ტოლია - რას წერს BBC კავკასიურ სოჭზე

ევროპის ყველაზე პოპულარული საახალწლო ხე, კავკასიური სოჭი, რომლის ფასიც გაერთინაებულ სამეფოში 55-დან 70-ევრომდე მერყეობს, საქართველოში, სადაც ის ენდემური ჯიშია, ოთხჯერ უფრო მეტი ღირს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ევროპულ ბაღებში, აღნიშნული ხის თესლი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან, რაჭიდან ხვდება, საქართველო, რომელიც ამ თესლის ექსპორტიორი ქვეყანაა, თავად ახორციელებს შემდგომ კავკასიური სოჭის იმპორტს.

გამოცემის ინფორმაციით, ყოველთვის ასე არ იყო, რადგან წლების წინ, ქვეყნის ბაზარზე არალეგალურად მოხვედრილი სოჭი საკმაოდ იაფი ღირდა, თუმცა მთავრობის მიერ დაწესებულმა მაღალმა ჯარიმებმა, რომელიც დაახლოებით ქვეყნის საშუალო ხელფასს შეადგენს, არალეგალური ვაჭრობა გააუქმა, თუმცა ახლა, ქვეყნაში იმპორტირებულ სოჭს თბილისის მახლობლად 850-1500 ლარად შეიძენ, რაც მთელი თვის ხელფასის ტოლია.

BBC-ის ინფორმაციით, შესაძლოა უახლოეს წლებში, კავკასიური სოჭის ფასი შემცირდეს საქართველოში, თუმცა, „ქართველი ოჯახების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება საახალწლოდ ცოცხალი ხეების მოჭრას“ და ამიტომ, ხშირად ჩიჩილაკის ყიდვას ამჯობინებს, რომელიც საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო, თუმცა ბოლო დროს, პოპულარობა დაიბრუნა.

ავტორი: ნუკა კეკელია