საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  რიგით მესამე გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14-15 დეკემბერს რიგით მესამე, გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა. ღონისძიებაზე „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყვნენ ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარი პროდუქციით. დამწყები მეწარმეების ინსპირაციისა და მოტვაციისთვის მოძრავ მარკეტში მონაწილეობდნენ გამოცდილი და წარმატებული კომპანიებიც. სწორედ მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს ან მომავალში აპირებენ ნაბიჯის გადადგმას სპარტაპერობისკენ. ასევე, გამოიყო სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, დაესვა თავისი ბიზნესისთვის საინტერესო კითხვები და 10 წუთის განმავლობაში მიეღო პასუხები და სასარგებლო რჩევები უკვე წარმატებული სტარტაპერებისგან.

სტარტაპერებს „სტარტაპ ექსპომ“ ყველაზე დიდ და განსხვავებულ სავაჭრო საგამოფენო სივრცით ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე 130-მდე მეწარმე გაერთიანდა. ღონისძიების მიზანი ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია იყო.

„სტარტაპ ექსპოს“ სახელწოდებით ასეთი მასშტაბური ღონისძიება პირველად 4 წლის წინათ ჩატარდა და სტარტაპერებისა და მომხმარებლებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურებების გამო, ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მეტიც, სტარტაპერების განვითარებისთვის აუცილებელი სივრცის შექმნამ „სტარტაპ ექსპოს“ წლის შემაჯამებელი ღონისძიების როლი შესძინა.

სტარტაპ მარკეტი მოძრავი ივენთების პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანი თავიდანვე უნიკალური პლატფორმის შექმნა და განვითარება იყო, რომელიც ერთ ჭერქვეშ გააერთიანებდა ახალგაზრდა მეწარმეებს და მათ დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბებაში შეუწყობდა ხელს. დროთა განმავლობაში სტარტაპ მარკეტი განვითარდა და რამდენიმე თემატური მარკეტით დაწყებულ პლატფორმას ინტეგრირებული მარკეტების მიმართულება დაემატა.