კომპანია FINA-მ თვითმომსახურების კიოსკების სისტემა დანერგა

ქართულმა კომპანიამ FINA სწრაფი კვების ობიექტებისათვის ახალი სისტემა - თვითმომსახურების კიოსკები წარადგინა. აღნიშნული პროდუქტი პირველად სწრაფი კვების რესტორნების - Wendy’s ქსელში დაინერგა.

თვითმომსახურების კიოსკები ეხმარება სწრაფი კვების ობიექტებს სწრაფად მიიღონ მომხმარებლების გაზრდილი ნაკადი და შესაბამისად, მეტი შემოსავალი. მომხმარებელს კი საშუალებას აძლევს სალაროსთან რიგში ჩადგომის ნაცვლად, მივიდეს დარბაზში განთავსებულ რომელიმე კიოსკთან, მოლარისგან დამოუკიდებლად აარჩიოს სასურველი კერძები და განახორციელოს გადახდა.

კიოსკზე მიღებული შეკვეთა მომენტალურად აისახება პროგრამა FINA24-ის კაფე-რესტორნის მოდულში, ასევე მასთან დაკავშირებულ სამზარეულოს მონიტორებზე (KDS) და დარბაზში მოთავსებულ რიგების მართვის მონიტორზე, სადაც მომხმარებელი თვალს ადევნებს მისი შეკვეთის დამზადების სტატუსს.

კომპანია FINA ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და 9 წლის მანძილზე კომპანიებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ამასთან, სტაბილურობა და მაღალი ხარისხი FINA-ს მთავარი ფასეულობებია.

ვაჭრობის, დისტრიბუციის, სასტუმრო, სარესტორნო და სხვა მიმართულების 3000-ზე მეტმა კომპანიამ უკვე გაიმარტივა შიდა პროცესების აღრიცხვა FINA-სთან ერთად!

FINA - საიმედო პარტნიორი თქვენი ბიზნესისათვის!

(R)