საფრანგეთის ხელისუფლებამ სააგენტო Bloomberg 5 მილიონით დააჯარიმა

საფრანგეთის ხელისუფლებამ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ამერიკული საინფორმაციო საააგენტო Bloomberg 5 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის მიზეზი გახდა სააგენტოს მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომელმაც 2016 წლის 22 ნოემბერს გამოიწვია უმსხვილესი ფრანგული სამშენებლო კორპორაციის Vinci-ის აქციების ფასის ვარდნა. ინფორმაციას სააგენტო France Presse ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, Bloomberg-მა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა ფალსიფიცირებული პრესრელიზიდან ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამშენებლო კომპანიამ დაიწყო მისი ანგარიშების გადახედვა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა „სერიოზული დარღვევები“.

კოკა კვირკველია