მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 700 ათასი ტონით გაიზარდა.
კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 33.9 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 33.2 მლნ ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 9.1 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში 343.1 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში კი ეს ციფრი 334 მლნ იყო.
2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 1.8 მლნ ტონით გაიზარდა და 14.2 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 12.4 მლნ ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 155,931 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 526,059 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 370,128 კონტეინერი გადამუშავდა.