საკვებად უვარგისი ფრინველის ხორცი გამომგზავნ ქვეყანაში დაბრუნდება

საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" უკრანიდან შემოტანილ 20 000 კგ გაყინულ ქათმის ბარკალს ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები ჩაუტარდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პროცედურების შედეგად აღმოჩნდა, რომ დარღვეული იყო ტრანსპორტირების პირობები, კერძოდ, ტემპერატურული რეჟიმი. საქონლის ფიზიკური შემოწმების დროს ასევე არადამაკმაყოფილებელი იყო ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან გაბრუნებას ექვემდებარება.