რა ეღირება ბილეთები ლენი კრავიცის კონცერტზე

„საქართველოს ბანკისა“ და SOLO-ს ორგანიზებით, ლენი კრავიცი თბილისს, მსოფლიო ტურნეს - HERE TO LOVE ფარგლებში, 2020 წლის 31 მაისს ეწვევა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ბილეთის ფასი ექსკლუზიურად SOLO-ებისთვის 95 ლარიდან დაიწყება.

„როკი, ფანკი, ბლუზი, სოული - ლენი კრავიცი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზით დაუვიწყარ შოუს პირდება. მუსიკოსი შეასრულებს სიმღერებს როგორც ბოლო, რიგით მე-11 ალბომიდან RAISE VIBRATION, ასევე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი მუსიკალური კარიერიდან.

ბილეთების გაყიდვა 18 დეკემბრის 10:00 საათიდან, ონლაინ, TKT.Ge-ზე tkt.ge/LennyKravitz SOLO CLUB- ისა და „საქართველოს ბანკის“ WM-ს მომხმარებლებისთვის დაიწყება. 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ბილეთების შეძენას SOLO-ები შეძლებენ. 26 დეკემბრიდან კი ბილეთების ყიდვა ყველა ტიპის ბარათით იქნება შესაძლებელი.

კონცერტისთვის კარი 17:00 საათზე გაიხსნება, ლეგენდარული მუსიკოსი კი ქართველი მსმენელის წინაშე მოგვიანებით წარდგება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ტური საქართველოდან დაიწყება.