გადაიღე ფოტო და დაისვენე 3 დღით ბაკურიანში - „მანნამ“ ახალი კამპანია დაიწყო

გა­და­ი­ღე ფოტო, მი­ი­ღე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­ი­მარ­ჯვე და და­ის­ვე­ნე სა­შო­ბა­ოდ ბა­კუ­რი­ან­ში - ეს ქარ­თუ­ლი ჩაის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „მან­ნა“-ს ახა­ლი კამ­პა­ნი­ის - „მან­ნა-ხე შენი ჩაი და გე­ტყვი ვინ ხარ შენ“ ნა­წი­ლია. ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს კი­დევ ბევრ სი­ურპრიზს უმ­ზა­დებს.

კონ­კურ­სის წე­სის მი­ხედ­ვით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფო­ტო­ზე ფი­გუ­რი­რებ­დეს „მან­ნა“-ს ჩაი და იგ­რძნო­ბო­დეს სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა, ფოტო უნდა გა­იგ­ზავ­ნოს „მან­ნას“ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე, პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში, სა­ი­და­ნაც აიტ­ვირ­თე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ა­ხალ­წლო ფოტო კონ­კურ­სის­თვის შექ­მნილ ალ­ბომ­ში. კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვებს ფოტო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მეტ მო­წო­ნე­ბას და­აგ­რო­ვებს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა 31 დე­კემ­ბერს და გა­და­ე­ცე­მა 2 კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი 6-7-8 იან­ვარს 5 ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში - „ბა­კუ­რი­ა­ნი ინნ“.

რად­გან კომ­პა­ნი­ის­თვის პირ­ვე­ლია მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბა, გვსურს მომ­ხმა­რე­ბელს კარ­გი სა­ჩუ­ქა­რი გა­ვუ­კე­თოთ. ვფიქ­რობთ, ჩვე­ნი სა­კონ­კურ­სო ალ­ბო­მი ლა­მა­ზი ფო­ტო­ე­ბით შე­ივ­სე­ბა, რა­საც ხელს უწყობს „მან­ნა“-ს ჩაის გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­ფუთ­ვა და სა­ა­ხალ­წლო ფონი.

„მო­მა­ვალ­ში კი, ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მომ­ხმა­რე­ბელს კი­დევ ბევრ სი­ურპრიზს ვუმ­ზა­დებთ. კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ ქარ­თუ­ლი ჩაის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­დეს „მან­ნა­ში“.

შე­გახ­სე­ნებთ, ჩაის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო „მან­ნა“ სო­ფელ სა­გუ­რა­მო­ში 2017 წლის ივ­ლის­ში გა­იხ­სნა. თავ­და­პირ­ვე­ლად კომ­პა­ნია 4 სა­ხე­ო­ბის ჩაის აწარ­მო­ებ­და. ორ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ასორ­ტი­მენ­ტი 12 სა­ხე­ო­ბამ­დე გა­ი­ზარ­და. დღეს „მან­ნას“ ბრენ­დით ბა­ზარ­ზე გა­მო­დის: კლა­სი­კუ­რი მწვა­ნე და შავი ჩაი, შავი ჩაი ბე­გ­ქონ­და­რით, მწვა­ნე ჩაი პიტ­ნით (ერთჯე­რა­დი და და­სა­ყე­ნე­ბე­ლი); შავი ჩაი მოც­ვის ფოთ­ლით და შავი ჩაი ას­კი­ლით, შავი ჩაი ლი­მო­ნით და მწვა­ნე ჩაი ლი­მო­ნით.

„მან­ნას“ პრო­დუქ­ცია წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა და ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ებ­სა და კაფე-ბა­რებ­ში. „მან­ნას“ ჩაის და­გე­მოვ­ნე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის 4 ქვე­ყა­ნა­ში - ჩე­ხეთ­ში, სლო­ვა­კეთ­ში, პო­ლო­ნეთ­სა და ლატ­ვი­ა­ში შე­უძ­ლია, ექ­სპორტზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს გერ­მა­ნი­ას­თან, უკ­რა­ი­ნას­თან, სა­უ­დის არა­ბეთ­თან, აშშ-სთან და ბე­ლა­რუს­თან.

„მან­ნა“ სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტა­ლის“ პორ­ტფე­ლუ­რი კომ­პა­ნი­აა.

(NS)