ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წითელ ხიდზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.
კერძოდ, 14 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის რ.მ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 38489.62 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (326.98 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
„საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,”-აცხადებენ უწყებაში.