ცნობილი სპიკერები ბათუმში ტურიზმზე ისაუბრებენ

20-21 დეკემბერს, ცნობილი სპიკერები ბათუმში ტურიზმზე ისაუბრებენ. ციფრული მარკეტინგი, ბრენდინგი ტურიზმში, სტრატეგიული კომუნიკაციები, სერვისის მნიშვნელობა ტურიზმში, გასტრონომია ტურიზმში და ტურიზმის მენეჯმენტი - იმ თემების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ტურიზმის სექტორს გამოცდილებას პროფესიონალები გაუზიარებენ.

ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამების ფარგლებში სასტუმრო “Best Western Premier”-ში ჩატარდება. მასზე დასწრება აჭარაში, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლება, თუმცა შეზღუდული ადგილებიდან გამომდინარე აუცილებელია რეგისტრაცია 19 დეკემბრამდე შემდეგ ბმულზე -https://forms.gle/iLNpwzyzefyDRxhd9 გაიარონ. შერჩეულ კანდიდატებს პასუხი ტრენინგების დაწყებამდე ეცნობებათ.

პროგრამა:

20 დეკემბერი

სერვისის მნიშვნელობა ტურიზმში- ქეთევან ალიმბარაშვილი, აგრარული უნივერსიტეტი (15:00- 17:00) ციფრული მარკეტინგი - მერაბ გოცირიძე, ADVERTWISE (17:00- 19:00) სტრატეგიული კომუნიკაციები - ნათია გოცაძე, PR აკადემია (19:00-21:00)

21 დეკემბერი

ბრენდინგი ტურიზმში - ოთო ქირია, PR აკადემია (15:00- 17:00) ტურიზმის მენეჯმენტი - ივანე ნადირაძე, მართვის აკადემია (17:00-19:00) გასტრონომია ტურიზმში- ქეთი კვიჭიძე, კულინარიისა და ღვინის ექსპედიცია (19:00-21:00)