წითელი კივი, რომელიც 2019 წლის საუკეთესო ინოვაციურ პროდუქტად დასახელდა, ევროპის ბაზარზე წარმატებით შევიდა. როგორც Agri-gator წერს, Oriental Red-ის სახეობის წითელი კივი გრძელვადიანი კვლევითი პროექტის შედეგია, რომელიც იტალიაში შეიქმნა.
მათივე ინფორმაციით, გარდა პროდუქტის მაღალი ორგანოლეპტიკური მახასიათებლებისა, გააჩნია საკმაოდ ხანგრძლივი შენახვის ვადა, კივის სხვა სახეობებთან შედარებით. სწორედ ამიტომ, პროდუქტი Fruit Logistica-ს 2019 წლის საუკეთესო ინოვაციურ პროდუქტად დასახელდა ბერლინში.
წითელ კივს კომპანია Jingold აწარმოებს. როგორც კომპანიის მმართველი ალესანდრო ფორნარი აცხადებს, ევროპის ბაზარზე ხილზე მოთხოვნა წარმოუდგენლად სწრაფად იზრდება.
ამჟამად წითელი კივი იტალიაში დაახლოებით 1000 ჰექტარზეა გაშენებული. როგორც კომპანიის მმართველი აღნიშნავს, 2020 წლისთვის კი დაგეგმილია როგორც გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღება, ისე ბაღების გაფართოვება.
Oriental Red-ის პირველი პარტია ბაზარზე 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდა. ამ დროისთვის პროდუქტის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი იტალია და გერმანიაა.