„თბილსერვის ჯგუფმა“ მეტროსადგურ „ავლაბრისა“ და ფინანსთა სამინისტროს მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია დაასრულა. თბილისის მერიის ცნობით, სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მერიის ინფორმაციით, ავლაბრის მიწისქვეშა გადასასვლელში, გარე პარაპეტები, ჩასასვლელები და გვირაბის კედლები ქართული აგურით მოპირკეთდა; მოეწყო დეკორატიული მოაჯირები და დამწვარი გრანიტის საფეხურები; გორგასლის ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში შეკეთდა და გამოიცვალა ბაზალტის ფილები; ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი აღიჭურვა ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით და ანტივანდალური LED სანათებით. გარდა ამისა, გამოიცვალა სანიაღვრე ცხაურები და შეკეთდა გასასვლელი გვირაბების ჭერები.
რეაბილიტაციის შედეგს თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორი რომეო მიქაუტაძე და დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე გაეცნენ.