ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, "საპენსიო სააგენტოს" საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ეროვნულ ბანკში წარდგენილი აქვს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი,კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ "საპენსიო სააგენტოს" საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარდგენილი აქვს ეროვნულ ბანკში.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, წარადგინა თუ არა "საპენსიო სააგენტომ" საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ეროვნულ ბანკში და რა ეტაპზეა საკითხის განხილვა, გვენეტაძე შემდეგნაირად პასუხობს"

" საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ჩვენთან წარმოდგენილია, მაშინ, როდესაც საპენსიო ფონდში დაინიშნება საინვესტიციო ოფიცერი, შესაძლებელი იქნება დაიწყოს საპენსიო დანაზოგის აქტიური ინვესტირება ,"-აღნიშნა გვენეტაძემ.