კობა გვენეტაძის ინფორმაციით, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების 200 ათას ლარამდე ზღვრის შემცირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების 200 ათას ლარამდე ზღვრის შემცირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

"კომუნიკაცია არის ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, როგორც ვიცი, გადაწყვეტილება მიღებული არაა. განხილვა და ანალიზი მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროში ,"-აცხადებს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს დაავალა განიხილოს, რამდენად არსებობს დაკრედიტების 200 ათას ლარიანი ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირების შესაძლებლობა. გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება. აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს.