"წელი რომ შევაჯამოთ, საკმაოდ წარმატებული იყო - მეტმა კომპანიამ გამოუშვა ფასიანი ქაღალდები"

დიდი იმედი მაქვს, მოსაზრება, რომ ქართული ბაზარი პატარაა და ამიტომ კაპიტალის ბაზარი არ განვითარდება ,არაა სწორი. არსებული სტატისტიკა გვიჩვენებს ,რომ ამ მიმართულებას მომავალი აქვს,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე საუბრისას განუცხადა.

გვენეტაძის თქმით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

" საქართველოში კაპიტალის ბაზარი დღესდღეობით განვითარების საწყის ეტაპზეა. განსაკუთრებით, თუ შევადარებთ საბანკო სექტორს ,ნამდვილად არაა განვითარებული მასთან შედარებით,მაგრამ ვფიქრობ ბევრი ნაბიჯი გადავდგით კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ბოლო 5 წლის განმავლობაში სახაზინო ვალდებულებების და კორპორაციული ქაღალდების გამოშვება 5-ჯერაა გაზრდილი,რაც არაა ცუდი მაჩვენებელი. წელი რომ შევაჯამოთ, საკმაოდ წარმატებული იყო.მეტმა კომპანიამ გამოუშვა ფასიანი ქაღალდები,"-აღნიშნა გვენეტაძემ.