ნათია თურნავა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპით კმაყოფილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპით კმაყოფილია.

„მთლიანობაში ჩვენ კმაყოფილები ვართ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ტემპით, იმ თვალსაზრისით, რომ მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევისა, ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალი რჩება. ჯერჯერობით მთლიანი წლის მონაცემები არ გვაქვს, თუმცა კარგი მოლოდინები გაგვაჩნია.

10 თვეში ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, რაც მაღალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოლოდინი. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნდება. მაღალ ზრდასთან ერთად, ჩვენი მიზანია ზრდა იყოს ადამიანებზე ორიენტირებული და ხელს უწყობდეს სიღარიბის დაძლევას ,"-აცხადებს თურნავა.