ნათია თურნავა - საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანია, მთლიან იმპორტში რუსეთის წილი კი 5%-ია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანია და წელს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 5%-ია.

„წინასწარი ინფორმაციით, წელს მთელი ჩვენი ბაზრის მოთხოვნა დაახლოებით 2.6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, 95 პროცენტი ეს არის აზერბაიჯანული გაზი, რომელიც მოგვეწოდება ან სატრანზიტო კვოტით, ან აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ მიერ. რუსეთიდან წლის ბოლომდე შემოტანილ იქნება დაახლოებით 160 მილიონი კუბური მეტრი, რაც არის დაახლოებით 5 პროცენტი მთლიანი მოცულობის. არა მგონია, რომ მომავალ წელს ეს მოცულობა გაიზარდოს“, - აღნიშნა თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.