რა მავნე შედეგი მოაქვს სწრაფი კვების პროდუქტებს  ჯანმრთელობისთვის

ჩვენს დროში, სწრაფი კვების პროდუქტები ძალიან პოპულარულია. ასეთი პროდუქცია განსაკუთრებით მოხერხებულია საქმიანი ადამიანებისთვის. ამავდროულად, წარმოუდგენელია ახალგაზრდა, რომელიც ხრაშუნა ჩიფსს სიამოვნებით არ აყოლებდეს გაზიან სასმელს. გაკვეთილებს შორის შესვენებებზე, კინოში, მგზავრობისას ხშირად ვყიდულობთ მათ და სიამოვნებით მივირთმევთ,

მაგრამ ცოტა თუ გვიფიქრია იმაზე - რა მავნე შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ ერთი შეხედვით უვნებელმა და მიმზიდველმა პროდუქტებმა ჩვენს ჯანმრთელობას.

თუ აღნიშნულ პროდუქტებში შემავალ ნივთიერებებს გავეცნობით, ადვილად მივხვდებით, რომ ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშ ინგრედიეტებთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ, ნამდვილდ დავფიქრდებით - გვიღირს თუ არა სიამოვნება იმ სავალალო შედეგად, რომელიც აუცილებლად მოჰყვება მსგავსი პროდუქციის სისტემატურ მიღებას.

მოკლედ გაგაცნობთ იმ ნივთიერებებსა და რისკფაქტორებს, რომლებიც თქვენთვის საყვარელ და პოპულარულ საკვებშია.

ტკბილი გაზიანი სასმელი - ორგანიზმში იწევს არტერიული წნევა, რადგან სისხლში შაქრის რაოდენობა მატულობს; შარდმდენი ეფექტის წყალობით, ორგანიზმიდან გამოიდევნება კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი - ეს ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტებია. მათი კლებით ორგანიზმი იფიტება, მატულობს გადაღლილობა, უენერგიობა. ხშირი მიღების შემთხვევაში, ორგანიზმი შეიძლება იმდენად დაიცალოს კალციუმისგან, რომ ძვლების დაშლა, მოძრაობის პარალიზებაც კი გამოიწვიოს; იწვევს შეჩვევას!

ჩიფსები - ჩიფსებში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც კიბოს იწვევს, შლის დნმ-ს. ჩიფსი მაღალკალორიულია, შეიცავს კანცეროგენებს, საშიშია გულისთვის.

ამიტომ, შეეცადეთ თქვენი დღის რაციონი სწორად დაგეგმოთ, წასახემსებლად ხილის წვენები, ხილი და ბოსტნეული აირჩიოთ ტკბილი, გაზიანი სასმელებისა და ჩიფსების ნაცვლად.