ჰონგ-კონგში საახალწლო ფოიერვერკების შოუ, რომელიც ათასობით ტურისტს იზიდავდა, წელს აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო.
ჰონგ-კონგის ტურიზმის საბჭოს ინფორმაციით, ფოიერვერკების „შუქების სიმფონიით“ ჩანაცვლდება, რომელიც ცათამბჯენების ფასადებზე გაიმართება.
საბჭოსვე ინფორმაციით, ბოლო დროს ქალაქში განვითარებული მოვლენების გამო, ტურისტთა ნაკადი ბოლო 15 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
შეგახსენებთ, ჰონგ-კონგის ფოიერვერკების შოუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი საახალწლო ღირშესანიშნაობაა, რომლის სანახავადად ქალაქში ათასობით ტურისტი ჩადიოდა.