ირლანდიურმა კომპანია Timaero Ireland Ltd-მ ჩიკაგოს სასამართლოს Boeing-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ირლანდიურმა კომპანიამ მოითხოვა კონტრაქტის გაწყვეტა და 185 მლნ დოლარის ზარალის ანაზღაურება.
სასამართლოში შეტანილ სარჩელში Timaero აღნიშნავს, რომ კონტრაქტით დადგენილ ვადაში Boeing-ს უნდა ჩაებარებინა თვითმფრინავები, რომლებშიც სრულიად იქნებოდა დაცული უსაფრთხოების ზომები და თვითმფრინავები მათ შეთანხმებულ დროში ჩაბარდებოდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ორი ავიაკატასტროფის მიზეზი, სწორედ თვითმფრინვების გაუმართაობა გახდა.
როგორც ცნობილია, 2014 წელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, Timaero-ს უნდა მიეღო 22 თვითმფრინავი. მოსარჩელეს მტკიცებით, Boeing-ს 17 დეკემბრისთვის 4 თვითმფრინავი - 737 Max უნდა ჩაებარებია, მაგრამ მხოლოდ 2 თვითმფრინავის ჩაბარება მოახერხა. როგორც სარჩელშია აღნიშნული, დარჩენილი 2 თვითმფრინავის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე მწარმოებელმა კომპანიამ უარი განაცხადა.
2019 წლის 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია Boeing 2020 წლის იანვრიდან 737 Max-ს აღარ გამოუშვებს. ავიაკომპანიამ ეს გადაწყვეტილება ბოინგების ავიაკატასტროფის შემდეგ მიიღო.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ